ჩვენს შესახებ
CIC GROUP — 1999 წლიდან
სამშენებლო კომპანია "სი აი სი ჯგუფი" (ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს) დაარსდა 1999 წელს. წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების მეშვეობით, კომპანიამ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სფეროში. დღეს, "სი აი სი ჯგუფი" წარმოადგენს სანდო პარტნიორს რაც მტკიცდება მრავალი პროექტით.
ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო არის ჩვენი საუკეთესო რეკლამა, სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტს ვუდგებით როგორც ერთადერთს და ყველაზე მნიშვნელოვანს.
სამშენებლო სფეროში ნდობა მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაშებენთ სახლებს, სასტუმროებს, საზოგადოებრივ ობიექტებს, ამიტომაც უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას ვანიჭებთ. 2014წელს, CIC GROUP დასახელდა როგორც APM TERMINAL-ის ყველაზე უსაფრთხო კონტრაქტორი.
ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალ ყურს თანამედროვე ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში. CIC GROUP გამოირჩევა თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების გამოყენებით თავიანთ პროექტებში.
ძირითადი საქმიანობა
რაში ვართ საუკეთესოები
ძირითადი საქმიანობა
პროექტირება და მშენებლობა
40 000 მ2
სარემონტო სამუშაოები
150 000 მ2
რეკონსტრუქცია-მოპირკეთება
200 000 მ2
გრუნტის სამუშაოები
200 000 მ2
რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენზე?
"სი-აი-სი ჯგუფის" არჩევა ნიშნავს პარტნიორობას კომპანიასთან, რომელიც აფასებს ხარისხს, ვალდებულებას და თქვენს კმაყოფილებას. ჩვენი დიდი გამოცდილება სახელმწიფო ტენდერებში და კერძო პროექტებში, საჭიროებებისადმი ურყევ ერთგულებასთან ერთად, გვაქცევს იდეალურ არჩევნად თქვენი შემდეგი სამშენებლო პროექტისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ავაშენოთ რაიმე განსაკუთრებული თქვენთვის!
ჩვენი მისია მარტივია:
„ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის“. ეს პრინციპი ხაზს უსვამს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. საწყისი კონსულტაციიდან საბოლოო შედეგამდე, ჩვენ ვუზუნველყოფთ თქვენი უნიკალური საჭიროებების რეალიზებას! სიზუსტით, ეფექტურობითა და სრულყოფილებით.
