ჩვენი საიმედოობა აგებულია ზედმიწევნით გეგმარებაზე, პროექტის ეფექტურ მენეჯმენტზე და დაპირებების შესრულების მტკიცე ვალდებულებაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ ნაგებობებს, ჩვენ ვამყარებთ ნდობას და ურთიერთობას. 25 წლის განმავლობაში, ჩვენ ვართ საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სანდო წარმომადგენელი და ვმუშაობთ იმისთვის რომ, მოგაწოდოთ განსაკუთრებული ხარისხის მომსახურეობა. ჩვენი ექსპერტიზა მოიცავს: სახელმწიფო პროექტებს, კერძო „დიზაინ ბილდის“ პროექტებსა და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე შენობა-ნაგებობების, ყოვლისმომცველ რეკონსტრუქციას, რესტავრაციას. ასევე კომპანია "სი-აი-სი ჯგუფი" არის საქართველოს ბაზარზე „ბეჭდური ბეტონის“ტექნოლოგიის პიონერი.

გაიგე მეტი
სამშენებლო სამუშაოები

ჩვენი საქმიანობა:

სახელმწიფო ტენდერები: სახელმწიფო ტენდერების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი გუნდი რეგულაციებისა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს დროულ და ბიუჯეტის ფარგლებში, ხარისხიანი სამუშაოების შესრულებას.
კერძო დაკვეთების პროექტები / მშენებლობა : ჩვენ ვაფასებთ თქვენს შემოქმედებით ხედვას და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენთან, რათა განვახორციელოთ ინოვაციური დიზაინი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხისა და ოსტატობის უმაღლეს სტანდარტს.
სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაობი: იქნება ეს ძველი შენობის რეაბილიტაცია თუ არსებული სივრცის გარდაქმნა, ჩვენი სარემონტო და სარეკონსტრუქციო სერვისები მორგებულია ფუნქციონალურობის და ესთეტიურობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ყურადრებას ვაქცევთ დეტალებს.

გაიგე მეტი
სამშენებლო სამუშაოები
ჩვენი მისია მარტივია:
„ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის“. ეს პრინციპი ხაზს უსვამს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.  საწყისი კონსულტაციიდან საბოლოო შედეგამდე, ჩვენ ვუზუნველყოფთ თქვენი უნიკალური საჭიროებების რეალიზებას!
სიზუსტით, ეფექტურობითა და სრულყოფილებით.