პიაცას მოედანი - მოპირკეთება


მისამართი ფარნავაზ მეფის ქ. 25
ფართობი 5500
დაწყების თარიღი 15 იანვარი 2010
დასრულების თარიღი 30 სექტემბერი 2010
ბათუმის სიმბოლოდ ქცეული პიაცას მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მთელ საქართველოში. იგი 5700 კვ. მეტრზეა აშენებული და გამოირჩევა, როგორც თავისი მოხატულობით, ასევე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. ძველი ბათუმის ისტრორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პიაცას კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. მოედნის მთავარი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძეა, ხოლო ვიტრაჟების ავტორი - ესტონელი ხელოვანი დოლორეს ჰოფმანი. მოზაიკის ავტორი არის ქართველი დიზაინერი ნატალია ამირეჯიბი დე პიტა. ეს მოზაიკა არის ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა ევროპაში. პიაცას მოედანმა სასტუმრო-გასართობი და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის დატვირთვა შეიძინა. ბათუმში ჩამოსული ყველა ტურისტი აუცილებლად სტუმრობს ქალაქის ამ ახალ ღირშესანიშნაობას. პიაცას მოედანმა უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ისეთ დიდ მუსიკოსებს, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, კრის ბოტი, სტინგი, მეისი გრეი, მიშელ ლეგრანი და თამარ გვერდწითელი.

Creative Impressions Caucasus

მუდმივად თქვენს სამსახურში. კითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ.

  • თბილისი,დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა N8
  • (+995) 032 2242270
  • ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქუჩა N25
  • (+995) 0422 274033
  • office@cic.ge